თბილისში ბინები გაძვირდა - როგორია ფასები უბნების მიხედვით
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.3%-ით გაიზარდა. კერძოდ, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2025 წლის ივნისში დედაქალაქში 3 266 ბინა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 2 960 ბინა გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ივნისში, დედაქალაქში საცხოვრისების გაყიდვები როგორც პირველად (1 338), ისე მეორად ბაზრებზე (1 812) გაიზარდა. ეს კი მაშინ, რომ 2024 წლის ივნისში პირველად ბაზარზე 1 298 ბინა გაიყიდა, მეორად ბაზრებზე კი 1 547.
თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა
ამასთანავე, გაყიდვებთან ერთად, გაზრდილია ფასიც. კერძოდ, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მიმდინარე წლის ივნისში 1 338 დოლარი იყო, ხოლო შარშან იმავე თვეში 1 298 დოლარი. მონაცემები წლიურად 3%-იან გაძვირებაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ უბნების მიხედვით დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების ფასი ყველაზე მაღალი 2025 წლის ივნისში მთაწმინდაზე იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაშლიჯვარში, კერძოდ:
- მთაწმინდა - 2 964 დოლარი;
- ვაკე - 2 467 დოლარი;
- ჩუღურეთი - 1 754 დოლარი;
- საბურთალო - 1 557 დოლარი;
- კრწანისი - 1 522 დოლარი;
- ისანი - 1 365 დოლარი;
- დიდუბე - 1 410 დოლარი;
- ნაძალადევი - 1 172 დოლარი;
- სამგორი - 1 077 დოლარი;
- დიდი დიღომი - 1 071 დოლარი;
- გლდანი - 1 036 დოლარი;
- ვაშლიჯვარი - 1 015 დოლარი.