როგორ იქმნება ნდობა კედლებს მიღმა? - ინტერვიუ მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერთან, გუგა შონიასთან
უძრავი ქონება მხოლოდ ბეტონი და არმატურა არ არის - ის ემოციებია, მოლოდინები და ადამიანური ისტორიები. განსაკუთრებით მაშინ, როცა მობინადრეები სამშენებლო პროცესს შორიდან ადევნებენ თვალს ან უცნობ გარემოში ცდილობენ საკუთარი კუთხის პოვნას. სწორედ ამ დროს იკვეთება მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის როლი - ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს არა მხოლოდ კითხვებზე გასცეს პასუხი, არამედ ადამიანური მხარდაჭერაც გაუწიოს ყველა მომხმარებელს.
TIA.GE ესაუბრა გუგა შონიას - მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერს, რომელიც გვიყვება, როგორ რეაგირებს კრიტიკაზე, როგორ ინარჩუნებს ნდობას მრავალფეროვან მობინადრეებთან და როგორ აპირებს მომავალში კიდევ უფრო გააღრმაოს ეს ურთიერთობები.
- თუ მობინადრემ დაწერა საჯაროდ უარყოფითი პოსტი - რა ნაბიჯებს გადადგამთ?
ჩვენთვის თითოეული მობინადრის მიერ დაწერილი პოსტი არის უმნიშვნელოვანესი, უარყოფითი პოსტიც კი, იმიტომ რომ აღნიშნული შეიძლება იყოს ჯანსაღი კრიტიკასტან დაკავშრებული რისი გათვალისწინებაც აუცილებელია. პირველ რიგში ვიკვლევთ პრობლემას, ვზუსტებთ ფაქტებს რის მიხედვთტაც ვრეაგირებთ, ან იქვე ვპასუხობთ კომენტარებში, რათა სხვებმაც ნახონ აღნიშნული პრობლემიდან მარტივი გამოსავალი.
- როგორ უთანხმდებით განსხვავებული ეროვნების მობინადრეებს ისე, რომ თავს დაცულად გრძნობდნენ?
ჩვენთვის ყველა მობინადრე თანაბრად მნშვნელოვანია, ვეკონტაქტებით მათ ისე როგორც ადგილობრივ რეზიდენტ მობინადრეებს, ხშირად სხვა ეროვნების წარმომადგენლები არ იმყოფებიან საქართველოში და ბუნებრივია, როცა ვერ ხედავენ თავისი ბინის მშენებლობას ლაივში მათთვის მეტად სანერვიულოა ეს ყოველივე, მაგრამ თანამედროვეობა გვაძევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი ბინის მშენებლობის შშესახებ კონტროლი საზღვარგარეთაც შესაძლეებელია.
- როგორ გახდებით უკეთესი მენეჯერი მომავალ წელს?
ყოველი განხორციელეული ზარი გვასწავლის ახალ რაღაცას, რაც შეიძლება მომავალში გამოგვადგეს, პრაქტიკა არის საუკეთესო მასწავლებელი, რამაც შეიძლება დაგვანახოს ის ახალი გზები თუ გამოწვევები რასაც შეიძლება შევეჭიდოთ მომავალში. ვცდილობ გამოწვევებს არ შევუშინდე და არ გავექცე, რადგან უფრო ძლიერს და მოტივირებულს მხდის აღნიშნული გამოწვევები.
- რომ შეგეძლოთ ერთი ტექნოლოგიის დანერგვა მობინადრეთა ურთიერთობისთვის - რას აირჩევდით?
მობინადრეების უმეტესობა, რომელიც ქალაქში არ იმყოფება, ღელავს საკუთარი ბინის მშენებლობის პროცესზე. მათთვის მნიშვნელოვანი და დამამშვიდებელი იქნებოდა, თუ საიტზე ჩაერთვება პირდაპირი ეთერი, სადაც შეძლებენ საკუთარი ბინის მშენებლობას რეალურ დროში დააკვირდნენ.
- როგორ იქცევით, როცა მობინადრე წუხს არა საკითხზე, არამედ პირადზე (მაგ. მარტოობა, ავადმყოფობა)?
თუ მობინადრემ წამოჭრა აღნიშნული პრობლემა ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ვანუგეშო და შევიდე მის მდგომარეობაში, ხშირად ადამიანები არ ვართ კარგ განწყობაზე და გვჭირდება დამშვიდება ნუგეში ან ადამიანური მხარდაჭერა, აუცილებელია ამ დროს ვიყოთ მაქსიმალურად ლოიალურები და მხარი დავუჭიროთ მობინადრეს.