თეგებით ძიება

ქირა გაიაფდა - თბილისის უბნები, სადაც ბინას ყველაზე ძვირად/იაფად იქირავებთ

თბილისში საცხოვრებელი ბინების ქირის ფასები 6%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვიდან.

კვლევის თანახმად, 2025 წლის მასში 1 კვ.მ-ის ქირის ფასი საშუალოდ 9.3 დოლარი იყო, გასული წლის იმავე პერიოდში კი 9.9 დოლარი. რაც შეეხება თვის ჭრილში ფასის ცვლილებას, აპრილთან შედარებით მაისში ქირა მცირედით გაიაფდა.

„2025 წლის მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ 2) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორი წლის ჭრილში ფასები 18%-იან შემცირებას აჩვენებს. ასე მაგალითად 2023 წლის მაისში ქირის საშუალო ფასი კვადრატულზე 11.4 დოლარი იყო, წელს იმავე პერიოდში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 9.3 დოლარია.

უბნების მხრივ, დედაქალაქში ბინას ყველაზე ძვირად ვაკეში იქირავებთ, ხოლო ყველაზე იაფად სამგორში. უფრო კონკრეტულად, უბნების მიხედვით ფასები კვ.მ-ზე ასეთია:

  • მთაწმინდა - 11.9 დოლარი;
  • ვაკე - 14.3 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 9.3 დოლარი;
  • საბურთალო - 10.6 დოლარი;
  • კრწანისი - 9.2 დოლარი;
  • ისანი - 9.4 დოლარი;
  • დიდუბე - 9 დოლარი;
  • ნაძალადევი - 8.7 დოლარი;
  • სამგორი - 7.6 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 8 დოლარი;
  • გლდანი - 7.9 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 7.8 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა