თეგებით ძიება

როდის გაშენდა ვაკის პარკი და ვინ იყო პროექტის ავტორი?

პარკის მშენებლობა დაიწყო 1947 წელს, გაიხსნა 1951 წლის 1 მაისს. ვაკის პარკი გაშენებულია თრიალეთის ქედის მოშიშვლებულ ფერდობზე. მანამდე ამ ტერიტორიაზე იყო თბილისის პლანეროდრომი, რომელიც 1935 წელს მოეწყო საქართველოს სსრ თავდაცვა-ავიაქიმის თაოსნობით.

აქ იმართებოდა საპლანერო ფრენები და სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. პარკის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტის ავტორია ქუჩუ დგებუაძე, დენდროლოგი ნელი ციციშვილი. 1946–1981 წლებში ვაკის პარკის გამწვანება-განაშენიანებას ხელმძღვანელობდა აგრონომ-დეკორატორი გ. მრულიშვილი. 1957–1992 წლებში პარკს ერქვა გამარჯვების პარკი. 2011–2014 წლებში ჩატარდა ვაკის პარკის მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ვაკის პარკი გამწვანებულია წიწვოვანი, ფოთლოვანი და მარადმწვანე ხე-მცენარეებით. პარკი ჩრდილოეთის მხრიდან ფართო კიბის მარშებით უკავშირდება ვაკის მთავარ სატრანსპორტო არტერიას - ილია ჭავჭავაძის გამზირს. ცენტრალურ ღერძზე განლაგებულია პარკის მთავარი არქიტექტურული კომპლექსი „დიდების მემორიალი“ - შადრევნების კასკადი, „უცნობი ჯარისკაცის საფლავი“, ქალის ფიგურა - გამარჯვების სიმბოლო (1981, მოქანდაკე გიორგი ოჩიაური, არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, ოთარ ლითანიშვილი).

დიდების მემორიალის ქანდაკებათა ანსამბლი ნაწილობრივ განადგურებულია ან/და გადატანილია სხვა ადგილას. ვაკის პარკში არის საბავშვო ატრაქციონები, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანია განთავსებული. სამხრეთ-დასავლეთით პარკს ემიჯნება მიხეილ მესხის სტადიონი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა