თეგებით ძიება

ფუტურისტული საჰაერო ტაქსები რეალობა ხდება - ნიუ-იორკელები მომავალი წლიდან უკვე "იფრენენ"

ცოტა ხან­ში ნიუ-იორ­კე­ლე­ბის­თვის სა­ჰა­ე­რო ტაქ­სი ფან­ტას­ტი­კის სფე­რო­დან შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სან­ტა-კრუს­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა კომ­პა­ნია Joby-იმ ნიუ -ორ­კის Grand Central Station-ში თა­ვი­სი საფ­რე­ნი აპა­რა­ტის პრო­ტო­ტი­პი წა­რად­გი­ნა, რო­გორც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მათი სა­ჰა­ე­რო ტაქ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით ნიუ-იორ­კის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, სა­ცო­ბე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქუ­ჩე­ბის და მეტ­როს გვერ­დის ავ­ლით,სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შეძ­ლე­ბენ ქვე­მო მა­ნ­ჰე­ტე­ნი­დან JFK აე­რო­პორ­ტში მიღ­წე­ვას.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, Joby სა­ა­ვი­ა­ციო კომ­პა­ნია Blade Air Mobility-ის ყი­დუ­ლობს, რომ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი ახლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, კომ­პა­ნია ნიუ-იორ­კის აე­რო­პორ­ტებ­ში სა­კუ­თა­რი ტერ­მი­ნა­ლე­ბის მო­წყო­ბას გეგ­მავს და აპი­რებს საფ­რე­ნი ბა­ზე­ბი აა­შე­ნოს ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­სა და უოლ სტრიტ­ზე.

სა­ჰა­ე­რო ტაქ­სე­ბის (eVTOL) სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის და­წყე­ბას შე­სა­ხებ აღ­მას­რუ­ლე­ბელ გან­კარ­გუ­ლე­ბას დო­ნალდ ტრამ­პა ხელი გა­სულ ივ­ნის­ში მო­ა­წე­რა, რა­მაც Joby-ის მსგავს კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ფე­დე­რა­ლურ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ზე და­ე­წყოთ მუ­შა­ო­ბა. ამ დრო­ის­თვის კომ­პა­ნი­ამ უკვე მო­ა­ხერ­ხა ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია მო­ზიდ­ვა, მა­გა­ლი­თად, ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან რო­გო­რე­ბიც არი­ან: Uber, Toyota და Delta.

Joby-ი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კო­მერ­ცი­უ­ლი ფრე­ნე­ბის და­წყე­ბა მო­მა­ვა­ლი წლი­დან იგეგ­მე­ბა და რო­გორც ჩანს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ვერ­ტი­კა­ლუ­რი აფ­რე­ნის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი უკვე ჩვე­ულ რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა