თეგებით ძიება

"გაითვალისწინეთ ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია" - რას წერს მეტეოროლოგი?

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მოსალოდნელი ამინდი შესახებ წერს.

"სანაპირო კურორტებზე შემოდგომის მსგავსი ნაცრისფერი და შედარებით გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება.

მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება, გაითვალისწინეთ ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია. 

დასავლეთ საქართველოზე  - გრილი ჰაერის მასები ზეგიდან მოახდენს გავლენას და ასევე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა კი დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში - უახლოეს დღეებში მხოლოდ ზოგანაა მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ძირითადად შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი. 

ვისურვებ მალე გახაროთ მზიანი დღეების ამბავი", - წერს მეტეოროლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა