თეგებით ძიება

თბილისში ძველი ბინების გაყიდვები გაიზარდა, ახლის კი შემცირდა - როგორია ფასები?

2025 წლის მაისში თბილისში ახალი ბინების გაყიდვები წლიურად 13%-ით შემცირდა. კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, მაისში 619 ახალი ბინა გაიყიდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს,მაისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში გაყიდვები 10%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მაისში გაყიდულია 2 685 ძველი ბინა.

კვლევის თანახმად, თბილისში მოთხოვნა ძირითადად კონცენტრირებულია 50-დან 75 კვმ-მდე ფართობის ბინებზე, ხოლო 125 კვმ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი დაბალია და 5%-ს შეადგენს.

„2025 წლის მაისში იმ ბინების წილი, რომელთა ფასი კვადრატულზე 900 დოლარს აღემატება, ჯამურ ტრანზაქციებში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.

რაც შეეხება კვადრატულზე 600 – 900 დოლარის ფასის ბინების კატეგორიას, მათი წილი ჯამურ გაყიდვებში 2024 წლის მაისთან შედარებით თითქმის განახევრებულია.

მაღალი საფასო სეგმენტის ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 29%-ს იკავებს და 8 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია კვლევაში.

ინფორმაციისთვის, თბილისში 2025 წლის მაისში სულ გაიყიდა 3 304 საცხოვრებელი ბინა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ფასებს, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ღირებულება 1 266 დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წლიურად ფასები გაზრდილი 6%-ით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა