რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 13 აგვისტოს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7226 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1909 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7170 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1990 ლარად, გაყიდვა კი 3.1800 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7340 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7120 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.2000 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1700 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7300 ლარად, გაყიდვა კი - 2.7120 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.2000 ლარად, გაყიდვას კი - 3.1750 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6900 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1900 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.