რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
2025 წლის ივნისში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის შემოსავლები 1200 ლარიდან 2400 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, ამ კატეგორიაში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა საანგარიშო პერიოდში 512 667-ს შეადგენდა.
შემოსავლების სამსახურის ბოლო მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში 10 252-მა ადამიანმა 100-ლარზე ნაკლები ხელფასი აიღო. ეს კი მაშინ, როცა ივნისში 274 ადამიანი 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებდა.
ამასთანავე, „ბიზნესპრენიუსის“ დათვლით, ივნისში 212 942 პირის ხელფასი 100 ლარიდან 1000-ლარამდე იყო, 719 481 პირის ხელფასი კი 1000 ლარიდან 9 600-ლარამდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში 9 600 ლარიდან 100 ათას ლარამდე ხელფასს 28 147 მოქალაქე იღებდა.