თეგებით ძიება

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 14 აგვისტოს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1870 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6900 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1600 ლარად, გაყიდვა კი 3.1350 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6970 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6700 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1450 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1300 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7050 ლარად, გაყიდვა კი - 2.6700 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.2000 ლარად, გაყიდვას კი - 3.1750 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7330 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6900 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1350 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა