ივლისში თბილისში უძრავი ქონების 3 618 ტრანზაქცია განხორციელდა - „თიბისი კაპიტალი“
2025 წლის ივლისში თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების სფეროში, 3 618 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივლისის მაჩვენებელს 5%-ით აჭარბებს. ამის შესახებ ყოველთვიურ მიმოხილვას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
„საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,278 $/კვ.მ-ს მიაღწია და წლიურად 6%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელი ფასი 10.3 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ბაზრის მოცულობამ $307 მილიონი შეადგინა და წლიურად 15%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია ანალიზში.