ტოპ-10 ქვეყანა, რომლებშიც ივლისში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა
2025 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა გაიგზავნა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ვიგებთ.
თანხის აღნიშნული რაოდენობა წლიურად 11.4%-იან ზრდას ნიშნავს, რადგან გასული წლის ამავე საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან უცხოეთში 33.459 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.
გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, რომლებშიც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:
- თურქეთი - 6.514 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი - 6.211 მლნ აშშ დოლარი;
- რუსეთი - 3.92 მლნ აშშ დოლარი;
- უკრაინა - 2.46 მლნ აშშ დოლარი;
- საბერძნეთი - 1.976 მლნ აშშ დოლარი;
- უზბეკეთი - 1.871 მლნ აშშ დოლარი;
- ყაზახეთი - 1.58 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ - 1.339 მლნ აშშ დოლარი;
- იტალია - 1.311 მლნ აშშ დოლარი;
- გერმანია - 1.295 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობას, 336.99 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13% ით მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.