თეგებით ძიება

თბილისში ბინები გაძვირდა - როგორია 1 კვ.მ საცხოვრისის ფასი

თბილისში, ივლისში 3 618 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, გაყიდვები წლიურად 5%-ით, მხოლოდ ერთი თვის ჭრილში კი 12%-ით არის გაზრდილი.

ტრანზაქციებთან ერთად გაზრდილია გასაყიდი ფასიც. კერძოდ, ივლისში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 278 დოლარი იყო, რაც წლიურად 6%-იანი, ხოლო თვიურად 0.7%-იანი მატებაა.

„2025 წლის ივლისში ახალი ბინების გაყიდვები წლიურად 7%-ით გაიზარდა და 713 ბინა შეადგინა. რაც შეეხება ძველ ბინებს, აქ განხორციელდა 2 905 ტრანზაქცია, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. ახალი ბინების გაყიდვებმა ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში 20% დაიკავა.

თბილისში ბინები გაძვირდა - რამდენად იყიდით საცხოვრისს

რაც შეეხება ჯამური გაყიდვების უდიდესი წილის კატეგორიას, 50-დან 75 კვ.მ-მდე გართობის მქონე ბინების წილი გასული თვის მაჩვენებელზე შენარჩუნდა (44%). 125 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მქონე ბინები გაყიდვების 5%-ს იკავებს და ყველაზე პატარა წილის მქონე კატეგორიას წარმოადგენს.

2025 წლის ივლისში, იმ ბინების წილი, რომელთა ფასი კვ.მ-ზე აღემატება 1 200 დოლარს ჯამურ გაყიდვებში დაახლოებით 15 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და გასული წლის იმავე პერიოდთან შედებით, 9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა მაღალი (მეტი 1500 დოლარზე) საფასო სეგმენტის ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში და 28% შეადგინა“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა