თეგებით ძიება

ჩინეთი "ორსული რობოტის“ შექმნაზე მუშაობს - პროტოტიპის პრეზენტაცია მომავალ წელს იგეგმება

ჩინეთში მსოფლიოში პირველი „ორსული რობოტის“ შექმნა მიმდინარეობს - ჰუმანოიდი მოწყობილობა, რომელიც მუცლის ღრუში ხელოვნური საშვილოსნოთი იქნება აღჭურვილი და შეძლებს ნაყოფის 10 თვის განმავლობაში ტარებასა და შემდგომ „მშობიარობას“.

ინოვაციის ავტორია გუანჯოუში მდებარე Kaiwa Technology-ს დამფუძნებელი, დოქტორი ჟანგ ჩიფენგი, რომლის თქმითაც, პროტოტიპის პრეზენტაცია უკვე მომავალ წელს არის დაგეგმილი.

რობოტის დაქირავება დაახლოებით 100 000 იუანი (დაახლოებით 14 000 დოლარი) ეღირება, რაც მნიშვნელოვნად იაფია სუროგატი დედის მომსახურებასთან შედარებით - აშშ-ში მსგავსი მომსახურების ღირებულება 100 000-დან 200 000 დოლარამდე მერყეობს.

მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, ბევრ კითხვას პასუხი ჯერ არ აქვს, მაგალითად: როგორ მოხდება ემბრიონის იმპლანტაცია, როგორ შეძლებს რობოტი ბავშვის „შობას“ და რამდენად მისაღები იქნება ეს პროცესი საზოგადოებისა და კანონმდებლობისთვის. როგორც ჩიფენგი აცხადებს, უკვე მიმდინარეობს დისკუსიები გუანდუნის პროვინციაში ეთიკურ და იურიდიულ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში უნაყოფობის მაჩვენებელი მზარდია. საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში უნაყოფობის შემთხვევები 2007 წელს 11.9%-ს შეადგენდა, 2010 წელს — 15.5%-ს, ხოლო 2020 წლისთვის 18%-მდე გაიზარდა. ვითარების საპასუხოდ, ჩინეთის ადგილობრივი ხელისუფლებები, მათ შორის პეკინსა და შანხაიში, სამედიცინო დაზღვევაში უკვე მოიცავენ ხელოვნური განაყოფიერებისა და ინ ვიტრო მკურნალობის დაფინანსებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა