თეგებით ძიება

საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა 16.7 ათასით შემცირდა - რამდენი ლარი შევიდა ბიუჯეტში

წელს იანვარ-ივლისში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ბიუჯეტში 96 970 399 ლარი შევიდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 6%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) 2024 წლის იანვარ-ივლისში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 102 822 973 ლარი შევიდა.

საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 16.7 ათასით შემცირდა

შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 7 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.8 მლნ ლარით შემცირდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს დერეფანი 277 058-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 293 780-მა ტრაილერმა. გამოდის, წელს, ქვეყნის საზღვარი 16 722 ტრაილერით ნაკლებმა გადაკვეთა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა