თეგებით ძიება

ივნისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ზრდაზე?

ივნისში, მშენებლობა როგორც წლიურად ასევე თვიურ ჭრილში გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის ივნისის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 6.1%-ით. მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.4%-ით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 7.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.7%-ით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9%-ით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6.1%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 1.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8%-იანი ზრდით, რამაც 1.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.4 პროცენტით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა