150 დევნილი ოჯახისთვის მთავრობა 15.4 მილიონ ლარად ბორჯომში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსი შენდება - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დავენილთა, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრო ავრცელებს.
მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
"ამ ეტაპზე, 10-სართულიანი კორპუსის 8 სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში, ბორჯომში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ,"- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.