ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება,ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში.