8 კომპანია მსოფლიოში, რომელიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობს
მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო მეტი კომპანიაა ისეთი, რომელიც ბიტკოინში ინვესტირებას ირჩევს. ამჟამად, ყველაზე მეტი ბიტკოინის მფლობელი კომპანია, Strategy, 74 მლრდ აშშ დოლარის პორტფელს ფლობს.
სააგენტო Visualcapitalist-მა გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც ყველაზე მეტ ბიტკოინს ფლობენ. მონაცემები მოცემულია 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით:
- Strategy – 628 791 ბიტკოინი - 74.483 მლრდ აშშ დოლარი;
- Mara Holdings – 50 000 ბიტკოინი - 5.823 მლრდ აშშ დოლარი;
- XXI – 43 514 ბიტკოინი - 5.154 მლრდ აშშ დოლარი;
- Bitcoin Standard Treasure Company – 30 021 ბიტკოინი - 3.556 მლრდ აშშ დოლარი;
- Trump Media & Technology Group – 19 225 ბიტკოინი - 2.277 მლრდ აშშ დოლარი;
- Riot Plaftorms – 18 430 ბიტკოინი - 2.183 მლრდ აშშ დოლარი;
- Metaplanet – 17 132 ბიტკოინი - 2.029 მლრდ აშშ დოლარი;
- Galaxy Digital Holdings – 12 830 ბიტკოინი - 1.52 მლრდ აშშ დოლარი;
სხვა საჯარო კომპანიები - 134 870 ბიტკოინი - 15.976 მლრდ აშშ დოლარი.
ბიტკოინის დიდი კომპანიების მიერ ფლობა ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციისგან დაცვის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა.