„ოთახის საშუალო ფასი 553 ლარს აღწევდა“ - სად გაძვირდა სასტუმროები განთავსება ყველაზე მეტად?
2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს სასტუმროს ფასების 3.5%-ით გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, თვის ჭრილში სასტუმროების ფასი ყველაზე მეტად რაჭაში, გურიასა და აჭარაში გაიზარდა.
ამავე კვლევის მიხედვით, აგვისტოში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, სასტუმროებში განთავსების ფასები 1.1%-ით გაძვირდა. წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და რაჭაში.
PMCG-ის ცნობით, ოთახის საშუალო ფასი 2025 წლის აგვისტოში მერყეობდა 119 ლარიდან 553 ლარამდე.
„2025 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 119 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 179 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 264 ლარი.
2025 წლის აგვისტოში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 553 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში - 813 ლარი, კახეთში - 676 ლარი და აჭარაში - 655 ლარი“, - აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.