თეგებით ძიება

ფინანსთა სამინისტრომ 50 მლნ ლარის ობლიგაციები გაყიდა - დეტალები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 19 აგვისტოს, 8.9-წლიანი 50 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2025 წლის 19 აგვისტოს, 8.9-წლიანი 50 მლნ ლარის (18.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.012პპ-ით გაიზარდა და 9.747% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 26 აგვისტოს, როცა 5.9-წლიანი 60 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა