თეგებით ძიება

როგორია კავკასიის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა?

მიმდინარე წელს კავკასიის რეგიონი ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკით, შედარებით მაღალი ინფლაციით და სავალუტო მერყეობით ხასიათდება. უშუალოდ ქვეყნების მიხედვით კი ვითარება ასეთია:

თურქეთი

თურქეთში წლიური ინფლაციის დონე აგვისტოში 32.6% იყო, მაშინ როცა ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 43%-ის დონეზე ინარჩუნებს. მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ლირა დოლართან მიმართებით კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურებულია და ერთი დოლარის კურსი 41 ლირას აღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2025 წელს თურქეთის ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით გაიზრდება. Reuters-ის პროგნოზის მიხედვით, წლის მთლიან მაჩვენებელს 2.9% მიაღწევს.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ინფლაციის დონე საშუალოდ 5.7%-ია, რაც ცენტრალური ბანკის მიზნობრივ ზონაშია. IMF-ის პროგნოზით, 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება. ექსპერტების მიერ აზერბაიჯანის მაკროეკონომიკური გარემო რეგიონში შედარებით სტაბილურად მიიჩნევა.

სომხეთი

რაც შეეხება სომხეთს, მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის პროგნოზით, წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 4.5%-ით გაიზრდება.

რეფინანსირების განაკვეთი სომხეთში 6.75%-ს შეადგენს, წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 4%-ის ფარგლებშია.

რუსეთი

რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა. IMF-ის შეფასებით, ის მხოლოდ 0.9% იქნება, მაშინ როცა წინა პროგნოზით 1.5%-ს აღემატებოდა.

ინფლაციის დონე ოფიციალური მონაცემებით 9–10% ფარგლებშია, ხოლო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 18%-ის ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად მაღალი პროცენტული განაკვეთისა, ინფლაციის შეკავება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და თან ამას უმუშევრობის ზრდა და ენერგეტიკული სექტორის კრიზისი ემატება.

საქართველო

საქართველოში 2025 წლისთვის IMF ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6%-ზე განსაზღვრავს. ინფლაცია საშუალოდ 4.3%-ის ფარგლებშია, რაც მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის დონეზე რჩება. ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურია, დოლარის კურსი კი საშუალოდ 2.70 ლარის ფარგლებშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა