რუსეთს ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება?! - როგორია პროგნოზი
რუსეთის ცენტრალური ბანკის „სარისკო სცენარით,“ 2026 წელს ქვეყნის მშპ 2.5-3.5%-ით, ხოლო 2027 წელს დამატებით 2-3%-ით შემცირდება. ასევე, ინფლაცია 10-12%-მდე დაჩქარდება, ხოლო ძირითადი განაკვეთი მომდევნო ორ წელში 16-18%-იან და 18-20%-იან დონეზე იქნება.
ამის შესახებ ცენტრალურმა ბანკის მიერ შედგენილ მთავარ დოკუმენტში წერია, სახელწოდებით, „ერთიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები,“ რომელიც სამ წელზე არის გათვლილი.
ცენტრალური ბანკი კრიზისულ სცენარს ყოველწლიურად ადგენს და გარე პირობების მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებს, როგორიც არის გლობალური ფინანსური კრიზისი, სანქციების გამკაცრება, ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნა და ა.შ.
რეგულატორის შეფასებით, ნედლეულის ფასები ეცემა, ხოლო სანქციების გამკაცრება რუსულ ნავთობზე დისკონტს გააფართოებს და ექსპორტისა და ნავთობწარმოების შემცირებას გამოიწვევს. ამ სცენარით Urals-ის ნავთობის ფასი 2026-2028 წლებში 35-30-35 დოლარია.
ბანკი წერს, რომ სანქციების ზეწოლის გაძლიერება დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, შეამცირებს მის პოტენციალსა და ზრდის ტემპს: მშპ ორი წლის განმავლობაში შემცირდება, ხოლო მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირება ინფლაციის ზრდას გამოიწვევს. სახელმწიფო ეკონომიკის მხარდაჭერას საბიუჯეტო ხარჯის გაზრდით შეეცდება, ხოლო ნავთობისა და გაზის დაკარგული შემოსავალი ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ანაზღაურდება, რომლის ლიკვიდური ნაწილი შესაძლოა, უკვე 2026 წელს ამოიწუროს.
მთავრობას საბიუჯეტო წესის შეცვლა მოუწევს, რომ ნავთობის საბაზისო ფასი 2026 წელს ბარელზე 45 დოლარამდე, 2027 წლიდან კი 40 დოლარამდე თანდათან შეამციროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტი ნავთობისა და გაზის დაგეგმილ შემოსავალს ვერ შეაგროვებს და მათ ვეღარაფერი დააკომპენსირებს.
ინფლაციური სპირალის განტვირთვის თავიდან ასაცილებლად ცენტრალური ბანკი 2026–2027 წლებში უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას განახორციელებს. კრიზისი და მაღალი განაკვეთები მოსახლეობას დააზარალებს: 2026 წელს სესხები საუკეთესო შემთხვევაში 1%-ით გაიზრდება, ხოლო უარეს შემთხვევაში 4%-ით შემცირდება. 2027 წელს ეს კლება 2-3%-ს შეადგენს. მოხმარება კრიზისის პირველ წელს 0.5-1.5%-ით შემცირდება, ხოლო მეორე წელს 6-7%-ით დაეცემა.
ამ სცენარით იმპორტი 2026 წელს 4-6%-ით, 2027 წელს კი 21-23%-ით შემცირდება.
რუბლის გაცვლით კურსს ცენტრალური ბანკი თავის პროგნოზში არ მიუთითებს.