თეგებით ძიება

II კვარტალში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2318 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, II კვარტალში ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2317.6 ლარამდე გაიზარდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესს სექტორში საშუალო ხელფასი 212 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატს II კვარტალის საერთო საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მაჩვენებელი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა I კვარტალში ეს მაჩვენებელი 2170 ლარია, ანუ ბიზნესს სექტორში საშუალო ხელფასი საერთო საშუალო ხელფასს თითქმის 148 ლარით აჭარბებს.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 466.9 ლარი;

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 741.8 ლარი;

⦁ მცირე ბიზნესი – 1 823.3 ლარი;

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 795.6 ათასი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4% — საშუალოზე, ხოლო 36.7% — მცირე ბიზნესზე.

II კვარტალში ბიზნესს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 745.3 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 მილიარდ 284 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტი).

საქსტატის ცნობითვე, II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5%-ით 60.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ტენდენცია იყო პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელშიც. II კვარტალში მისი მოცულობა 23.2 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

II კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15% — საშუალოზე, ხოლო 17% — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8%, საშუალოზე — 24%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 29%.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა