თეგებით ძიება

გუდაუთაში სტალინის ერთ-ერთი აგარაკი იყიდება - რას ამბობენ დე ფაქტო ხელისუფლებაში

რუსულ მარკეტპლეის Avito-ზე გასაყიდად არის გამოტანილი გუდაუთის რაიონის დაბა მიუსერაში მდებარე სტალინის აგარაკი.

საბჭოთა ბელადის აგარაკი 777.770 მლნ რუბლად (9.6 მლნ დოლარად) არის შეფასებული. უცნობი გამყიდველი ტელეფონის ნომერს არ მიუთითებს და მასთან მხოლოდ წერილობით დაკავშირება არის შესაძლებელი.

ის მიუთითებს, რომ აგარაკს ორი სველი წერტილი და საცურაო აუზი აქვს. ასევე, სახლი მეტად ფართოა და ოთახიდან ოთახში აქვს გასასვლელები, არის საბილიარდო. ავეჯი მთლიანად მყიდველს რჩება.

კერძოდ, ოთახების რაოდენობა ათი, ხოლო სახლის მთლიანი ფართობი 650 მ²-ია. ნაკვეთის ფართობი 15 ჰექტარია და ინდივიდუალურ საცხოვრებლის მშენებლობის მიწის კატეგორიას ეკუთვნის. სახლი 2-სართულიანია, ხოლო კედლების მასალა რკინაბეტონის პანელებია. აგარაკზე ელექტროენერგია არის, თუმცა არ არის წყალმომარაგება, კანალიზაცია და გაზი.

„გასულ წელს ამავე პერიოდში რიწის ტბაზე მდებარე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე საუბრობდნენ, ახლა კი ვიღაცამ სტალინის მიუსერას აგარაკი გადაიბარა. ხვალ სხვა რამეზე გადავლენ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მისი გაყიდვა შეუძლებელია. ეს უკანონო და აკრძალულია,“ - ამბობს კვიცინია.

მისი თქმით, მიუსერას აგარაკი ფუნქციონირებს, თუმცა არასრულად, რადგან მასზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ის სახელმწიფო აგარაკ „მიუსერას” ერთიანი კომპლექის ნაწილია, რომელიც სხვა ქონებასაც მოიცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა