თეგებით ძიება

ფინანსთა სამინისტრომ 60 მლნ ლარის ობლიგაციები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 60 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 26 აგვისტოს 5.9-წლიანი 60 მლნ ლარის (22.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 1.2-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.030პპ-ით გაიზარდა და 9.601% შეადგინა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ, 19 აგვისტოს, 8.9-წლიანი 50 მლნ ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაყიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა