თეგებით ძიება

საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მეორე კვარტალში 2.5%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების საზღვარგარეთ მოგზაურობების რაოდენობამ 715.1 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია. მოგზაურობების უმეტესობა, 45.1 პროცენტი, 31-50 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოგზაურებმა განახორციელეს.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყანაში გამავალი ვიზიტების რაოდენობამ 564.3 ათასი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტია.

გასულმა ვიზიტორებმა 385.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.1%-ით მეტია.

გამავალი ვიზიტების უმეტესობა, 48.3%, 31-50 წლის ასაკობრივი ჯგუფის ვიზიტორებმა განახორციელეს. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ვიზიტების საერთო რაოდენობის 46.7%-ს შეადგენდა.

2025 წლის II კვარტალში გამავალი ვიზიტების უმეტესობის, 34.9%-ის მიზანი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო.

2025 წლის II კვარტალში ვიზიტების დროს გატარებული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2%-ით მეტია 2024 წლის II კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (6.3 ღამე). გამავალი ვიზიტების 98.2% განმეორებითი ვიზიტი იყო.

2025 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტების ხარჯებმა 583 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა და 1,032 ლარი შეადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა