თეგებით ძიება

საბიუჯეტო რესურსების აუდიტისას 2.5 მილიონი ლარის დარღვევები გამოვლინდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა სახელმწიფო აუდიტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიცაა: ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების შედეგები, სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობა, საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართულობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები.

2024 წელს სამსახურმა 58 აუდიტი ჩაატარა, მათ შორის, 13 – ფინანსური, 25 – შესაბამისობის, 4 – უწყებათაშორისი შესაბამისობის და 16 ეფექტიანობის აუდიტი. გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ჩატარებული აუდიტებით დაიფარა ნაერთი ბიუჯეტის 91%, ანუ 23 მლრდ ლარზე მეტი.

2024 წელს 2,5 მილიონი ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიკური ან/და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე, შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა