თეგებით ძიება

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 10 სექტემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1502 ლარია.

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6890 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6860 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1450 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6920 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6880 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1530 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1350 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6930 ლარად, გაყიდვა კი - 2.6860 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1600 ლარად, გაყიდვას კი - 3.1250 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6950 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6700 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1600 ლარად, გაყიდვა კი 3.1100 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა