თეგებით ძიება

როგორ შეიცვალა ახალი და ძველი ბინების გაყიდვები თბილისში

2025 წლის აგვისტოში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 2 823 შეადგინა, რაც 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 10%-ით ჩამორჩება, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე განმარტებით, ეს შემცირება ძირითადად დასვენების დღეებმა განაპირობა. კვლევის ავტორების შეფასებით, წელს, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ორი სამუშაო დღით ნაკლები იყო, რამაც ოფიციალურ რეგისტრაციებზე მოახდინა გავლენა.

ამასთან, კვლევაში მიმოხილულია ახალი და ძველი ბინების ტრანზაქციების სტატისტიკაც. კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 2025 წლის აგვისტოში გაიყიდა 521 ახალი ბინა, რაც 17%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება ძველ ბინებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, აგვისტოში ტრანზაქციებმა 2 302 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა