თეგებით ძიება

რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა აგვისტოში - განახლებული სტატისტიკა

2025 წლის აგვისტოში, თბილისში 2 823 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10%-იანი კლებაა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან ვიგებთ.

უბნებს შორის, ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ხოლო ყველაზე ცოტა - მთაწმინდაზე. გთავაზობთ რაოდენობათა განაწილებასა და წლიურ დინამიკას:

  • დიდი დიღომი - 613 (წლიურად 8%-იანი კლება);
  • საბურთალო - 487 (წლიურად 4%-იანი ზრდა);
  • ისანი - 334 (წლიურად 2%-იანი ზრდა);
  • გლდანი - 311 (წლიურად 9%-იანი კლება);
  • სამგორი - 244 (წლიურად 35%-იანი კლება);
  • ნაძალადევი - 235 (წლიურად 15%-იანი კლება);
  • კრწანისი - 212 (წლიურად 80%-იანი ზრდა);
  • დიდუბე - 179 (წლიურად 36%-იანი კლება);
  • ვაკე - 103 (წლიურად 44%-იანი კლება);
  • ჩუღურეთი - 61 (წლიურად 5%-იანი კლება);
  • მთაწმინდა - 44 (წლიურად 29%-იანი ზრდა).

კვლევის თანახმად, 2025 წლის აგვისტოში გაიყიდა 521 ახალი ბინა, რაც 17%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა