თეგებით ძიება

ბათუმში აგვისტოში $80 მლნ-ის 1 298 ბინა გაიყიდა - რამ გამოიწვია უძრავი ქონების ფასის მკვეთრი ზრდა?

ბათუმში აგვისტოში 80 მლნ დოლარის ღირებულების 1,298 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა.

Colliers Georgia-ს მიერ განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების აგვისტოს მიმოხილვის მიხედვით, ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა და ბაზრის ზომა კი 36%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 24.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,358 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (39.3%), ასევე მეორეულ ბაზარზე (9.5%).

„აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის აგვისტოში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 11.8%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, - განმარტავენ Colliers Georgia-ში.

აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 16.5%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19.4%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა