თეგებით ძიება
19. 09. 2025 სახლი

რა ტიპის შპალერის შეღებვაა მიზანშეწონილი?

იმ შემთხვევაში თუ საკუთარი ინტერიერის გახალისებას კედლების განახლებით გეგმავთ, შპალერის შეღებვა ერთ-ერთი ასეთი გზაა. თუმცა, სანამ ამ საქმეს შეუდგებით, აუცილებელია იმის განსაზღვრა თუ რა ტიპის შპალერია კედელზე გაკრული. როგორც წესი, ღებვისთვის თეთრ ზედაპირს არჩევენ, ვინაიდან ეს პიგმენტისთვის იდეალური ფონია.

1.სამღებრო ქაღალდი

ეს მასალა სპეციალური, წყალამრეკლი სითხითაა გაჟღენთილი. ამიტომ მას ჩვეულებრივი ქაღალდის ტილოში ნუ ავურევთ. ღებვისთვის განკუთვნილი ქაღალდის შპალერი ორი ან სამი ფენისგან შედგება. ბოლო ფენა სპეციალური მასალისგანაა დამზადებული, რომელიც მინიმუმ სამჯერ შეგიძლიათ გადაღებოთ.

2.მინაბოჭკოვანი

ეს ძალიან მტკიცე მასალაა, ვინაიდან მინის ძაფებისგანაა დამზადებული. არ ეშინია ცვეთის, მექანიკური დაზიანების, ტენისა და ცეცხლისაც კი. მასალა კედლის უსწორმასწორობას და დეფექტებს კარგად ფარავს. ადვილი გასაწმენდია. მისი ღებვა ნებისმიერი საღებავითაა შესაძლებელი, მაგრამ მანამდე აუცილებლად უნდა დაიგრუნტოს. მისი გადაღებვა მინიმუმ 8-ჯერ არის შესაძლებელი, თუმცა კედლიდან მისი მოხსნა რთულია

3.ვინილ-ფლიზელინის

ეს მკვრივი და მძიმე საფარია, ამიტომაც კარგად ეგუება ღებვას. ცელულოზისა და პოლიმერის საფუძველზე დამზადებული ეს მასალა არ დეფორმირდება, არ იბერება, არ ეშინია ნესტის, კარგად ფარავს ზედაპირის დეფექტებს. შესაძლებელია მისი მინიმუმ 8-ჯერ შეღებვა.

4.თხევადი

შინაარსობრივად ეს დეკორატიული ფითხის სახეობაა. შესაძლებელია მისი ღებვაც, თუმცა არ არის რეკომენდებული, რადგან ღებვის დროს მისი განუმეორებელი ტექსტურა და რელიეფი იკარგება.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა