თეგებით ძიება

თბილისის ბინის საშუალო ფასი აგვისტოში 1 341 დოლარი გახდა

2025 წლის აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა. კერძოდ, „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, წელს აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 341 დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი 1 301 დოლარი.

ამასთანავე, კვლევა აჩვენებს, რომ ფასების მატების პარალელურად, შემცირდა გაყიდვები. უფრო დეტალურად, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში 2 858 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, შარშან იმავე პერიოდში კი, 3 140.

აღსანიშნავია ისიც, რომ უბნების მიხედვით აგვისტოში, დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაშლიჯვარში, კერძოდ:

  • მთაწმინდა - 2 943 დოლარი;
  • ვაკე - 2 600 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 2 006 დოლარი;
  • საბურთალო - 1 562 დოლარი;
  • კრწანისი - 1 447 დოლარი;
  • ისანი - 1 288 დოლარი;
  • დიდუბე - 1 346 დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 156 დოლარი;
  • სამგორი - 1 054 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 1 060 დოლარი;
  • გლდანი - 1 036 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 1 011 დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა