წელს საშუალო ხელფასი 10%-ით გაიზრდება - Galt & Taggart
Galt & Taggart-ის პროგნოზით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად წელს 10%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს - 9%-ით.
საქსტატის ინფორმაციით, შარშან საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.5%-ით 1971 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, მედიანური თვიური ხელფასი წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 1332 ლარი შეადგინა, რაც 32.4%-ით ნაკლებია საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით.
სექტორების მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მაღალი მედიანური თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა (2128 ლარი, +13.3% წ/წ), სამთომოპოვებითი მრეწველობა (2069 ლარი, +21% წ/წ), ინფორმაცია და კომუნიკაცია (1983 ლარი, +1.2% წ/წ), მშენებლობა (1943 ლარი, +7% წ/წ) და ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (1919 ლარი, +13% წ/წ). ამასთან, 2024 წელს, ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი ფიქსირდება განათლების (969 ლარი, +16 წ/წ) დარგში.