თეგებით ძიება

სექტემბერში თბილისში $310 მლნ-ის 4 054 ბინა გაიყიდა - Colliers Georgia

2025 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 14.9%-ით გაიზარდა. შესაბამისად დედაქალაქში გასულ თვეში 4,054 ბინა გაიყიდა.

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 25.1%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალ პროექტებში ფასის ანალიზის მეთოდოლოგია განახლდა, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები

2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 16.6%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 17.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობამ 8.3%-ით მოიმატა ძველ პროექტებშიც.

რაც შეეხება ახალი და ძველი ბინების ფასს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით გარეუბნებში 13.5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში 5.6%-ით, ხოლო ფართო ცენტრში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 30.9%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.6% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.6%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

სექტემბერში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით გარეუბნებში 10.6%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში 5.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა