თეგებით ძიება

როგორია ბინების ფასები თბილისში მდგომარეობის (კარკასების) მიხედვით?

2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, თბილისში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება შავი კარკასისთვის 3 314 ლარია, თეთრი კარკასისთვის 3 474 ლარი, ხოლო მწვანე კარკასისთვის - 4 288 ლარი.

ამის შესახებ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა.

ტენდენცია მზარდია, თუმცა თეთრი კარკასის შემთხვევაში მეორე კვარტალთან შედარებით ფასის მცირედი კლება ფიქსირდება.

ახალი სიტყვა ბაზარზე - "სხვა კარკასი“ ალფა სახლისგან

რაც უფრო იზრდება ფასები, მით უფრო აქტუალური ხდება კითხვა:

"რა ღირს ბინა?“ - და მალევე მოჰყვება მეორე: „რა კონდინციით ბარდება?“

"ალფა სახლის“ პასუხია - სხვა კარკასით!

  • „სხვა კარკასი“ ნიშნავს ახალ სტანდარტს ქართულ სამშენებლო ბაზარზე - პრაქტიკულად მზა ბინას, რომელიც უკვე აღჭურვილია ყველა აუცილებელი საინჟინრო და სამშენებლო ელემენტით. მყიდველს აღარ სჭირდება დრო და ფული შავი ან თეთრი კარკასის დასრულებისთვის - მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი რჩება.

ბინაში დაგხვდებათ:

სრულად გამართული კომუნიკაციები (წყალი, გაზი, ელექტროობა, კანალიზაცია);

გალესილი ტიხრები და მოჭიმული იატაკი;

რკინის კარი, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ორმაგი მინაპაკეტით;

კერამიკული ფილით მოპირკეთებული აივანი;

UPS-ით აღჭურვილი ლიფტი და უკვე ჩართული მრიცხველები.

"სხვა კარკასი“ ბარდება მხოლოდ "სხვა უბანში“ დიდ დიღომში - ეს არის მწვანე კარკასის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც დროის, ენერგიისა და ხარჯების დაზოგვას უზრუნველყოფს.

ალფა სახლი ქმნის მომავლის პროექტებს, სადაც კომფორტი და ხარისხი ახალ მნიშვნელობას იძენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა