თეგებით ძიება

როდის დასრულდება საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა

აგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2026 წელს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

უწყების ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება. სახელშეკრულებო ღირებულება 276 775 741 ლარს შეადგენს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ35+500 - კმ52+540 მონაკვეთის ლოტი 3 - საგარეჯოს შემოვლითი-ბადიაურის მონაკვეთის (სიგრძე - 17 კმ) მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2026 წელს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ინფორმაციისთვის, საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთი კახეთის მაგისტრალური გზის ნაწილი. კახეთის მაგისტრალური გზა რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი, აქედან შემდეგ მონაკვეთებზე სამუშაოები დასრულებულია:

  • ლოტი 0 - საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0+310 - კმ4+040 მონაკვეთი - ვაზიანის შემოვლითი საავტომობილო გზის (სიგრძე - 3.6 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 70 221 612.57 ლარი და ის დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით;
  • ლოტი 1 - საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ4+040 - კმ27+840 მონაკვეთი - ვაზიანის შემოვლითი-საგარეჯოს მონაკვეთის (სიგრძე - 23.8 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 313 378 683.82 ლარი და დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით;
  • ლოტი 2 - საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ27+840 - კმ35+500 მონაკვეთი - საგარეჯოს შემოვლითი საავტომობილო გზის (სიგრძე - 7.6 კმ) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 149 902 365.13 ლარი და დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით.
  • საერთაშორისო მნიშვნელობის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის (აღნიშნული გზის 16.6 კმ სიგრძეს ემატება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე - გურჯაანი (ასაქცევი) - ჩუმლაყის ს/გზის საწყისი 1.5 კმ-იანი მონაკვეთი და ჯამში შეადგენს 18 კმ-ს) მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი. აღნიშნული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება არის 87 857 420.53 ლარი და ის დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა