თეგებით ძიება

"უცხოელი მყიდველის წილი შემცირებულია“ - როგორია ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე

„უცხოელი მყიდველის წილი შემცირებულია“, - ამის შესახებ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში უძრავ ქონებას აქტიურად ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები, რამაც თავის მხრივ ჯამურ გაყიდვებში უცხოელი მყიდველის წილის შემცირება განაპირობა.

„უცხოელი მყიდველის წილი შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მიმართულება გაჩერებულია. კერძოდ, უცხოელების წილი შემცირდა იმის ფონზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეძენილი უძრავი ქონება უფრო მეტია ტრანზაქციებში, ვიდრე უცხოელების.

ეს კარგი ტენდენციაა - გვახსოვს პერიოდები, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად ყიდულობდნენ არამარტო საცხოვრებელ, არამედ კომერციული ტიპის უძრავ ქონებას. ეს ტენდენცია ახლა ისეთივე აღარ არის, დასტაბილურებულია ბაზარი და სასიხარულოა, რომ ჩვენი მოქალაქეები იძენენ უძრავ ქონებას.

გვახსოვს, რომ წინა პერიოდებში აქტიურად შემოდიოდნენ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები, აქტიური იყო გაყიდვებში ირანიც, ევროპელებიც ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების წილი უფრო დიდი იყო, რაც არც თუ ისე სასიამოვნო იყო ჩემთვის, როგორც ამ ბაზარზე მომუშავე ერთი კომპანიისთვის“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ვაჟა მებაღიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა