თეგებით ძიება

სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა პიკს მიაღწია - რამდენი ბინა გაიყიდა

2025 წლის სექტემბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებმა პიკს მიაღწია. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი. აღნიშნული ინფორმაციით, პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად განაპირობა რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ. მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობამ კი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ დონეს მიაღწია.

გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 011 შეადგინა. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2024 წლის სექტემბერში თბილისში 3 600 ბინა გაიყიდა.

კვლევის თანახმად, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.9%-ით, პირველად ბაზარზე კი დაგვიანებული რეგისტრაციების გავლენით, 12,6%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად,

„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის სექტემბერში გაყიდვები წლიურად 81.8%-ით გაიზარდა, რაც რამდენიმე მასშტაბურ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებით იყო განპირობებული. ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში გაყიდვები წლიურად 16.4%- ით გაიზარდა, გალტ & თაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

როგორც ირკვევა, 2025 წლის პირველ 9 თვეში თბილისში სულ 29 972 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა