თეგებით ძიება

როგორ იცვლება მყიდველის პრიორიტეტები? - ირაკლი გვაზავას 5-წლიანი ხედვა უძრავი ქონების ბაზარზე

უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში ისე სწრაფად იცვლება კონკურენცია, ახალი ტექნოლოგიები, ინვესტორთა მოთხოვნების ზრდა და ცხოვრების სტილის ტრანსფორმაცია - ეს ყველაფერი პროფესიონალებს აიძულებს მუდმივად განაახლონ მიდგომები და ბაზრის ანალიზის მეთოდები.

სწორედ ამიტომ, TIA.GE ესაუბრა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი უძრავი ქონების ექსპერტს, ირაკლი გვაზავას, რომელიც უკვე წლებია ბაზარს აკვირდება და მყიდველებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ჩვენ მას ვკითხეთ: როგორ შეიცვალა მისი მუშაობის სტილი? რა ტიპის ბინები იქნება ყველაზე მოთხოვნადი მომდევნო 5 წლის განმავლობაში? და რა გავლენას ახდენს მეზობლობა, ინფრასტრუქტურა და გარემო მყიდველის საბოლოო არჩევანზე?

ამ ინტერვიუში ირაკლი გვაზავა ღიად საუბრობს ტენდენციებზე, რისკებზე, პერსპექტივებზე და იმ შეცდომებზე, რომლებსაც მყიდველები ყველაზე ხშირად უშვებენ. ეს არის პრაქტიკული რჩევებით სავსე მასალა, რომელიც პირდაპირ ეხმარება ყველას, ვინც ბინის ყიდვას ან ინვესტირებას გეგმავს.

- როგორ შეიცვალა თქვენი მიდგომა მყიდველებთან და ინვესტორებთან ბოლო 5 წლის განმავლობაში?

ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად განახლდა, ამიტომ ჩემი მუშაობის სტილიც შეიცვალა. დღეს კლიენტებს მონაცემებზე დაფუძნებულ, დეტალურ და რეალურ ანალიზს ვთავაზობ. ვადარებ ფასებს, ვადგენ შესაძლო შემოსავალს, აღვნიშნავ რისკებს და ვეხმარები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ციფრული მომსახურება უფრო აქტიური გახდა: ბინების ვიდეოტურები, დისტანციური ჩვენებები და ელექტრონული დოკუმენტაცია ბევრ მყიდველს უმსუბუქებს პროცესს. ასევე მნიშვნელოვნად განვსხვავებ მყიდველს, რომელსაც საცხოვრებლად სურს უძრავი ქონების შეძენა და ინვესტორის საჭიროებებს, ერთისთვის მნიშვნელოვანია კომფორტი და ცხოვრების ხარისხი, მეორისთვის კი შემოსავალი, გაქირავების სისწრაფე და ბინის ლიკვიდურობა. ფინანსური დაგეგმვაც ჩემი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილია: კლიენტებს წინასწარ ვეხმარები ბიუჯეტის სწორად განსაზღვრაში და ყველა მოსალოდნელი ხარჯის გათვლაში.

- რომელი ტიპის ობიექტები იქნება ყველაზე მოთხოვნადი 5 წლის შემდეგ და რატომ?

ტენდენციები გვაჩვენებს, რომ მომდევნო წლებში განსაკუთრებული მოთხოვნა ექნება:

  • ენერგოეფექტიან 1–2 ოთახიან ბინებს დაბალი კომუნალური ხარჯი, მოქნილი გეგმარება და მარტივი გაქირავება, მათ ყველაზე პოპულარულს ხდის;
  • ტრანსპორტთან ახლო მდებარე სახლებს მეტროს, ავტობუსის და ძირითადი გზების სიახლოვე დიდ მნიშვნელობას იძენს, დროის ეკონომია ბევრისთვის მთავარი ფაქტორია;
  • სრულად მოწყობილ საცხოვრებელ კომპლექსებს ეზო, დაცვის სისტემა, სპორტდარბაზი და ბავშვების სივრცეები საცხოვრებელ გარემოს უფრო მიმზიდველს და მოთხოვნადს ხდის;
  • მცირე ზომის ხარისხიან სახლებს ტურისტულ ლოკაციებში ბათუმში და მთის კურორტებზე ორგანიზებული მართვითა და სტაბილური დატვირთვით ინვესტორებისთვის ხელსაყრელი მიმართულებაა;
  • დაბალი სართულიანი ტიპის საცხოვრებლებს ოჯახების ნაწილი უფრო მშვიდ და სივრციან გარემოს ეძებს, ამიტომ მსგავს ობიექტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

- რამდენად მნიშვნელოვანია მეზობლობა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა მყიდველისთვის?

მეზობლობა და ინფრასტრუქტურა ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ხშირად მყიდველის საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ გარემოზეა დამოკიდებული.

  • უსაფრთხოება და სისუფთავე ქმნის იმ კომფორტს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს;
  • ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა სწრაფი გადაადგილება ქალაქში უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია;
  • სკოლა, ბაღი, მაღაზია, აფთიაქი ახლოს, პრაქტიკულობა, რომელიც მყიდველების უმეტესობისთვის პრიორიტეტულია;
  • პარკი და აქტიური დასვენების ადგილები უბნის ხარისხს საგრძნობლად ზრდის;
  • პარკინგი და ეზოს მოწესრიგება ხშირად უფრო განსაზღვრავს არჩევანს, ვიდრე ბინის შიდა მდგომარეობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა