11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა - საქსტატი
11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
„2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში,“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.