თეგებით ძიება

ბინის ქირა წლიურად გაძვირდა - თბილისის რომელ უბანშია ყველაზე ძვირი/იაფი

2025 წლის ნოემბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვიურად მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.9%. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის" უძრავი ქონების ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, ქირა ბოლო 3-წლიან ჭრილში გაიაფებულია, თუმცა მცირედით გაძვირებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, თუ 2025 წლის ნოემბერში ქირის ფასი კვადრატულ მეტრზე 10.1 დოლარი იყო, 2024 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 9.9 აშშ დოლარს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11.2 აშშ დოლარს შეადგენდა.

რა ღირს ბინის ქირა თბილისში?

„გალთ ენდ თაგარტის" თანახმად, გასული წლის ნოემბერში ქირის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი ვაკეში, ყველაზე დაბალი კი სამგორში იყო.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ნოემბერში კვადრატულ მეტრ ბინაზე ქირის ფასი უბნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

  • ვაკე - 14.4 აშშ დოლარი;
  • მთაწმინდა - 12.6 - აშშ დოლარი;
  • საბურთალო - 11.7 აშშ დოლარი;
  • კრწანისი - 10.4 აშშ დოლარი;
  • ისანი - 10. 3 აშშ დოლარი;
  • დიდუბე - 9.8 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი - 9.8 აშშ დოლარი;
  • ჩუღურეთი - 9.7 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი - 8.7 აშშ დოლარი;
  • სამგორი - 8.2 აშშ დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 8.6 აშშ დოლარი;
  • გლდანი - 8. 4 აშშ დოლარი.

ცნობისთვის, 2025 წლის ნოემბერში მაღალ დონეზე შენარჩუნდა ბინების გაყიდვების მაჩვენებელიც. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 726 შეადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა