თეგებით ძიება

4 საავტომობილო გზა საქართველოში, რომელთა მშენებლობის დაწყებაც წელს იგეგმება

2026 წელს მთავრობა რამდენიმე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „იმედის“ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია არშა-სტეფანწმინდის 8-კილომეტრიანი გზის, წიწამური-ჟინვალის მაგისტრალის, ფასანაურისა და თბილისის შემოვლითი გზების მშენებლობა.

„უკვე გამოცხადდება ტენდერი არშა-სტეფანწმინდის 8-კილომეტრიან მონაკვეთზე. ასევე, დაგეგმილია, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყოს წიწამური-ჟინვალის მაგისტრალის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამასთანავე, უნდა დაიწყოს ფასანაურის შემოვლითი, 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რაც ამ მიმართულებით მოგვცემს გაუმჯობესებულ და კომფორტულ მაგისტრალს.

უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი თბილისის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე. ეს არის წიწამური-ავჭალის მონაკვეთი. თებერვალში გამოცხადდება მე-3 ლოტი და წელს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობაც დაიწყება. ჩვენ გვაქვს მე-4 და მე-5 ლოტებიც, რომლებზეც ასევე წელს გამოცხადდება ტენდერები.

დიდი იმედი გვაქვს, 2026 წელს უკვე აქტიური სამუშაოები იქნება დაწყებული ამ მიმართულებით", - განაცხადა რებაზ სოხაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა