თეგებით ძიება

როგორი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოების შემდეგ (+ფოტო)

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდება. ამის შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, გაფართოების მიზნით ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან გააფორმა.

კონკრეტულად რა გაკეთდება გაფართოების შედეგად, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქვეყნებს:

  • ტერმინალი გაიზრდება დაახლოებით 50%-ით;
  • ჩამოფრენისა და გამგზავრების ზონები გაუმჯობესდება;
  • აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება;
  • თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება;
  • გაფართოვდება ბაქანი;
  • მგზავრთა მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

შეგახსენებთ, აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას.

„ხელშეკრულების ფარგლებში, Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV-ი აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს. აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინვესტიცია უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს - Groupe ADP-ს და კომპანია TAV-ს საქართველოს აეროპორტების განვითარების პროცესში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა პროექტის პრეზენტაციაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა