თეგებით ძიება

ქვეყნები, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე ძვირი არგენტინაში, ყველაზე იაფი კი იაპონიაშია - ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანიის Numbeo-ს მონაცემებში ვკითხულობთ.

რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხების მიხედვით, 102 ქვეყანას შორის, საქართველო მე-20 ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12.06%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სამეზობლოს, იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია თურქეთში, რომელიც მოცემულ რეიტინგში მე-2 ადგილზეა. Numbeo-ს დათვლებით, თურქეთში საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 42.90%-ია.

მეზობელ ქვეყნებს შორის, იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია აზერბაიჯანში, რომელიც 102 ქვეყანას შორის, 32-ე ადგილზე პოზიციონირებს. აზერბაიჯანში წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.18%-ითაა განსაზღვრული.

უფრო კონკრეტულად, იპოთეკურ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ასეთია:

  • თურქეთი - მე-2 ადგილი (42.90%);
  • რუსეთი - მე-7 ადგილი (18.39%);
  • სომხეთი - მე-14 ადგილი (15.22%);
  • საქართველო - მე-20 ადგილი (12.06%);
  • აზერბაიჯანი - 32-ე ადგილი (9.18%).

ამასთანავე, "ბიზნესპრენიუსი" გთავაზობთ TOP10 ქვეყანას მსოფლიოში, სადაც NUMBEO-ს მიხედვით, იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:

  • არგენტინა;
  • თურქეთი;
  • უზბეკეთი;
  • ირანი;
  • ვენესუელა;
  • ყაზახეთი;
  • რუსეთი;
  • ნიგერია;
  • ეგვიპტე;
  • უკრაინა;

10 ქვეყანა კი, სადაც სესხები ყველაზე იაფია, ასე გამოიყურება:

  • იაპონია;
  • შვეიცარია;
  • ტაივანი;
  • სინგაპური;
  • ბულგარეთი;
  • ესპანეთი;
  • ლუქსემბურგი;
  • ავსტრია;
  • ბელგია;
  • ჩინეთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა