თეგებით ძიება

საქართველოში უკვე 2 013 500-ზე მეტი ავტომობილია დარეგისტრირებული

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 013 500 ერთეულს გადააჭარბა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში მონაცემებიდან ჩანს.ამავე მონაცემებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ, 600-მდე ავტომობილი რეგისტრირდება.

თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ყოველ 1.8 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს.

შენიშვნა: ავტომობილების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.

მომსახურების სააგენტოს სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე 1.692 მლნ-ზე მეტი მართვის მოწმობაა გაცემული.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია, შემდეგ პოზიციებზეა TOYOTA და FORD-ი.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ტოპ-10 ბრენდის ავტომობილს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენით მოძრაობს:

  • MERCEDES-BENZ – 227 635 ერთეული
  • TOYOTA – 213 978 ერთეული
  • FORD – 187 576 ერთეული
  • VAZ – 152 778 ერთეული
  • OPEL – 146 676 ერთეული
  • BMW – 90 116 ერთეული
  • VOLKSWAGEN – 80 293 ერთეული
  • HONDA – 74 527 ერთეული
  • NISSAN – 73 419 ერთეული
  • MITSUBISHI – 58 247 ერთეული

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა