თეგებით ძიება

როგორ დაარსდა ვერისა და ვაკის უბნები - როგორი იყო თბილისის ცენტრალური უბნები თავდაპირველად?

თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში დე­და­ქა­ლა­ქის თი­თო­ე­ულ უბანს თა­ვი­სი და­არ­სე­ბი­სა თუ გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია აქვს. ამას­თან, ყო­ვე­ლი უბა­ნი თა­ვის ფერს ანი­ჭებ­და დე­და­ქა­ლაქს, მისი ცხოვ­რე­ბას. ამ ის­ტო­რი­ი­დან ყვე­ლა ეპი­ზო­დი სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ­ბე­ბი მისი ცენ­ტრა­ლუ­რი თუ გა­რე­უბ­ნე­ბის და­არ­სე­ბი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ახლა ისეთ ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნებს შე­ვე­ხე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა ვე­რი­სა და ვა­კის უბ­ნე­ბი.

ვერა, ვერე - უბა­ნი თბი­ლის­ში, ქა­ლა­ქის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე (მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნი) მდე­ბა­რე­ობს.

სა­ხე­ლი მდი­ნა­რე ვე­რეს მი­ხედ­ვით ეწო­და. ქა­ლა­ქის­პი­რა ის­ტო­რი­უ­ლი და­სახ­ლე­ბის - ვე­რის ად­რინ­დე­ლი სა­ხე­ლია სკვი­რე­თი. პირ­ვე­ლად სი­ტყვა "ვერე“ "ვე­რის­ხე­ვის“ სა­ხე­ლად XIII სა­უ­კუ­ნი­დან გვხვდე­ბა. XVI სა­უ­კუ­ნე­ში მეფე სი­მონ I-ის მიერ გა­ცე­მულ სი­გელ­ში "ვე­რის­ხე­ვის" ტა­რუ­ღა - ასეა აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სო­ფე­ლი ვერე (ვერა) მდი­ნა­რე ვე­რეს ქვე­მო­წელ­ზე, მტკვრის შე­სარ­თავ­თან XVIII სა­უ­კუ­ნე­ში წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებ­ში იხ­სე­ნი­ე­ბა. იქვე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი მა­სა­ლა ცხად­ყოფს, რომ ეს ად­გი­ლე­ბი უფრო ად­რეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­სახ­ლე­ბუ­ლი.

ვე­რა­ზე გა­დი­ო­და თრი­ა­ლე­თი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი და სა­ვაჭ­რო-სა­ქა­რავ­ნე გზა. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ამ გზას სა­გან­გე­ბო რაზ­მი ე.წ. ვე­რის ხე­ვის ყა­რა­უ­ლი იცავ­და. შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და აღ­მო­სავ­ლე­თი­დან - გა­ბა­ანთ ხე­ვით (ახ­ლან­დე­ლი მ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და ე.გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბით), ჩრდი­ლო­ე­თი­დან - სა­ბურ­თა­ლო­თი, და­სავ­ლე­თი­დან - ვა­რა­ზის­ხე­ვით, სამ­ხრე­თი­დან კი - ე.წ. სე­მი­ო­ნოვ­კის და­სახ­ლე­ბით (ახ­ლან­დე­ლი ზემო ვე­რით).

ვერე სა­გა­ბაშ­ვი­ლო მა­მუ­ლი იყო. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში შედ­გე­ნი­ლი ერთი დო­კუ­მენ­ტის ("ქა­ლა­ქის მო­უ­რა­ვის სარ­გო“) მი­ხედ­ვით, ქა­ლა­ქის მო­უ­რავს თა­ვი­სი წილი ვე­რის ბა­ღე­ბი­და­ნაც ერ­გე­ბო­და.

XIX სა­უ­კუ­ნე­ში იქ ახა­ლი უბ­ნე­ბი გაჩ­ნდა - ვარ­დი­სუ­ბა­ნი, ვაკე... ვე­რის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში და­ი­წყო და სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ქა­ლა­ქურ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ­მა სახ­ლებ­მა ვა­კის სა­ზღვარს (ვა­რა­ზის­ხევს) მი­აღ­წია.

ვე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია XIII სა­უ­კუ­ნის ეკ­ლე­სია - "ლურ­ჯი მო­ნას­ტე­რი,“ რომ­ლის გვერ­დით XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აგე­ბუ­ლი იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკ­ლე­სი­აა.

ვა­რა­ზის­ხე­ვი

ვა­რა­ზის­ხე­ვი უზარ­მა­ზა­რი ხევი იყო, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლე­ბის ბო­ლოს ამო­ივ­სო. მა­ნამ­დე დღე­ვან­დე­ლი პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი­სა და ილია ჭვა­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რე­ბი ვა­რა­ზის­ხევ­ზე გა­დე­ბუ­ლი ხი­დით იყო ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვა­რა­ზის ხე­ვის ზედა ნა­წი­ლის ამოვ­სე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნა კ. კე­კე­ლი­ძის ქუჩა, რო­მელ­საც სა­ხე­ლი 1962 წელს ეწო­და, ხოლო 60-70-იან წლებ­ში იქ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი აშენ­და...

დღე­ვან­დე­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვა­კე­ში სხვა ქუ­ჩე­ბიც წარ­მო­იქ­მნა, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით ერთ პე­რი­ოდ­ში გა­შენ­და. მა­გა­ლი­თად, დღე­ვან­დე­ლი ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუჩა XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში გაჩ­ნდა, თა­ვი­დან ვა­კის ქუჩა, ხან ვა­კის გამ­ზი­რი ერ­ქვა, ხოლო 30-იან წლებ­ში ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ეწო­და.

ვაკე

უბა­ნი თბი­ლი­სის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი უბა­ნი ვა­კის რა­ი­ო­ნის ნა­წი­ლია. გაშ­ლი­ლია ვა­რა­ზის­ხე­ვის მარ­ცხე­ნა მხა­რე­ზე ბა­გე­ბამ­დე.

სა­ხელ­წო­დე­ბა XIX სა­უ­კუ­ნე­ში გაჩ­ნდა, ნიშ­ნავს და­ცე­მულ, და­ბალ ად­გილს. ვაკე ძვე­ლი ვე­რის (სა­გა­ბაშ­ვი­ლო) ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მო­შო­ბი­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტია. XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის­თვის მისი სა­ზღვრე­ბი იყო: აღ­მო­სავ­ლე­თით ვა­რა­ზის­ხე­ვი, ჩრდი­ლო­ე­თით - მდი­ნა­რე ვერე, სამ­ხრე­თით და სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით - მთის კალ­თე­ბი.

იმ პე­რი­ოდ­ში წყნე­თის ქუ­ჩის (ახ­ლან­დე­ლი პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუჩა) გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბამ მი­აღ­წია ვა­რა­ზის­ხევს, რო­მელ­ზეც მცი­რე ხიდი იყო გა­დე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის 1906 წლის გეგ­მა­ზე ხევს გაღ­მა მხო­ლოდ სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ის შე­ნო­ბაა აღ­ნიშ­ნუ­ლი (ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის I კორ­პუ­სი). შემ­დეგ გიმ­ნა­ზი­ი­დან მო­შო­რე­ბით აშენ­და სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია (გვი­ან აქ დიდი ხნის მან­ძილ­ზე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც შემ­დეგ ყო­ფი­ლი მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფო იყო. ხოლო ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში თბი­ლი­სის ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუტს (მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპორ­ტის აკა­დე­მია) ეკა­ვა, კა­დეტ­თა კორ­პუ­სი­სათ­ვის გა­მო­ი­ყო.

1906 წლის იან­ვრი­დან ვაკე თბი­ლისს შე­მო­უ­ერ­თდა. ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა და­ი­წყო XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს უბა­ნი თბი­ლი­სის ცენ­ტრს მხო­ლოდ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩით უკავ­შირ­დე­ბო­და. 1957 წელს ვა­რა­ზის­ხე­ვის ქვე­და ნა­წი­ლის ამოვ­სე­ბის შე­დე­გად ის ფარ­თო ქუ­ჩით გმირ­თა მო­ე­დან­ზე გა­ვი­და. 1958 წელს კი გა­იყ­ვა­ნეს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს შე­მა­ერ­თე­ბე­ლი მა­გის­ტრა­ლი (ამ­ჟა­მად მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუჩა).

ვაკე თბი­ლი­სის ერთ-ერთი დიდი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბა­ნია, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლე­ბი და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. 1946 წელს გა­შენ­და ვა­კის პარ­კი (ყო­ფი­ლი "გა­მარ­ჯვე­ბის პარ­კი“, არ­ქი­ტექ­ტო­რი კ. დგე­ბუ­ა­ძე, დენ­დრო­ლო­გი ნ. ცი­ციშ­ვი­ლი). 1982 წელს გა­იხ­სნა ბავ­შვთა ქა­ლა­ქი და დას­ვე­ნე­ბის პარ­კი "მზი­უ­რი“. ვა­კის მთა­ვა­რი სატ­რან­სპორ­ტო არ­ტე­რი­აა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რია.

სა­ინ­ტე­რე­სოა ფაქ­ტი, ვა­კის თბი­ლის­თან შე­მო­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ. ეს ფაქ­ტი 1 და­ახ­ლო­ე­ბით 120 წლის წინ შე­უ­ერ­თდა.

სა­გა­ზე­თო წე­რილ­ში, რომ­ლის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც არ­სე­ბობს, ვა­კე­ლე­ბის თხოვ­ნაა აღ­წე­რი­ლი. 1910 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში, ვა­კე­ლე­ბი ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბის­გან მო­ი­თხო­ვენ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ვა­კე­ლე­ბის თხოვ­ნა:

"მი­და­მო ვა­კეს მცხოვ­რებ­ლებ­მა თხოვ­ნით მი­მარ­თეს თფი­ლი­სის გუ­ბერ­ნა­ტორს, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ 1905 წელს ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბა შე­ე­კი­თხა მათ სურთ თუ არა რომ ვაკე შე­ერ­თე­ბულ იქ­მნას თფი­ლის­ზეო. მათ თან­ხმო­ბა გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ იმ პი­რო­ბით, თუ ქა­ლა­ქი ვა­კე­ლებს ისეთ­სა­ვე ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს, რო­გორც ქა­ლა­ქის სხვა ნა­წი­ლებ­სა და ისი­ნი მოკ­ლე­ბულ­ნი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ იმ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რი­თაც სხვე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ქა­ლა­ქის გამ­გე­ო­ბა და­თან­ხმდა და ვაკე 1906 წლის იან­ვრი­დან მი­წე­რილ იქნა ქა­ლაქ­ზე.

ტექ­სტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია წიგ­ნის "თბი­ლი­სუ­რი და­სახ­ლე­ბა­ნი“ (ავ­ტო­რი თენ­გიზ კვირ­კვე­ლია) მი­ხედ­ვით.

წყარო - ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა