თეგებით ძიება

ნორვეგია მსოფლიოში ყველაზე ღრმა და გრძელ წყალქვეშა საავტომობილო გვირაბს აშენებს - უპრეცედენტო პროექტი მალე რეალობად იქცევა

ნორ­ვე­გი­ა­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და ყვე­ლა­ზე ღრმა წყალ­ქვე­შა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი შენ­დე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ზანს ძი­რი­თა­დი ქა­ლა­ქებს შო­რის მგზავ­რო­ბის დრო­ის შემ­ცი­რე­ბა და ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თის სა­ნა­პი­როს გას­წვრივ სა­ბორ­ნე გზის გა­რე­შე მოძ­რა­ვი მა­გის­ტრა­ლის შექ­მნა წარ­მო­ად­გენს.

27-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი “Rogfast“ - ის ("Rogaland fastforbindelse“-ის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა) - სა­ხელ­წო­დე­ბის მქო­ნე გვი­რა­ბის ყვე­ლა­ზე ღრმა წერ­ტი­ლი ზღვის დო­ნი­დან - 392 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს.

გვი­რა­ბი ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ზო­ლის­გან შედ­გე­ბა და ერ­თმა­ნეთ­თან ბერ­გენ­სა და სტა­ვენ­გერს - ნორ­ვე­გი­ის ორ უდი­დეს ქა­ლაქს და­ა­კავ­ში­რებს.

მსგავ­სი სიგ­რძის წყალ­ქვე­შა გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბას მრა­ვა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სირ­თუ­ლე ახ­ლავს თან. რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე გვი­რა­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა, “Rogfast“ ერ­თდრო­უ­ლად ორი­ვე ბო­ლო­დან შენ­დე­ბა, იმ გათ­ვლე­ბით რომ მშე­ნე­ბელ­თა ორი გუნ­დი შუ­ა­ში მხო­ლოდ 5-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ცდო­მი­ლე­ბით შეხ­ვდეს ერ­თმა­ნეთს.

ასე­თი სი­ზუს­ტე თა­ნა­მედ­რო­ვე ზუსტ გა­ზომ­ვებს ლა­ზე­რულ და სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს. “უკვე წარ­სულს ჩა­ბარ­და ის რო­მან­ტი­კუ­ლი დრო , რო­დე­საც გე­ო­დე­ზის­ტი ოპ­ტი­კა­ში იყუ­რე­ბა“ ამ­ბობს ღი­მი­ლით ბურ­ხარდ ბე­კე­მი, იმ კომ­პა­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ურ დი­რექ­ტო­რი რო­მე­ლიც სა­ჭი­რო გა­ზომ­ვებს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ევა­ლე­ბა.

გვი­რა­ბის პრო­ექ­ტი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ცა­ვად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ე.წ. გრძი­ვი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც რე­აქ­ტი­უ­ლი ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი, ხოლო რე­ა­ლურ დრო­ში მო­მუ­შა­ვე, ასო­ბით კა­მე­რით და რა­და­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

Rogfast ს E39 სა­ნა­პი­რო მა­გის­ტრა­ლის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. იგეგ­მე­ბა რომ 1,100-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზის გა­ნახ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტრო­ნ­ჰე­ი­მი­დან კრის­ტი­ან­სან­დამ­დე მი­ე­მარ­თე­ბა სრუ­ლად 2050 წლის­თვის დას­რულ­დე­ბა.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა