თეგებით ძიება

15 000-ადგილიანი სპორტული სტადიონი და ტრამვაის ხაზი ხომალდის გემბანზე - როგორი იქნება მსოფლიოში პირველი “მცურავი ქალაქი“, რომელიც ატომურ ენერგიაზე იმუშავებს

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ახლი პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბენ, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი “მცუ­რა­ვი ქა­ლა­ქის“ შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გემი ატო­მურ ენერ­გი­ა­ზე იმუ­შა­ვებს, მისი ტე­ვა­დო­ბა 80 000 ადა­მი­ანს მი­აღ­წევს და მას­შტა­ბე­ბით მსოფ­ლი­ოს უდი­დეს საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რებს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

ე.წ. “თა­ვი­სუფ­ლე­ბის გე­მის“ (Freedom Ship) იდეა ჯერ კი­დევ 1990-იან წლებ­ში გაჩ­ნდა, თუმ­ცა დღეს მას სული ხე­ლახ­ლა შთა­ბე­რეს, ამ­ჯე­რად კომ­პა­ნია “Freedom Cruise Line“ - ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, რო­ჯერ გუ­ჩის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

თუ ეს იდეა რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა, მეგა-გემი ჩრდილ­ში დღეს არ­სე­ბულ ისე­თი გი­გან­ტე­ბის მო­აქ­ცევს, რო­გორ­საც მა­გა­ლი­თად “Royal Caribbean’ -ის ლა­ი­ნე­რი.

“Freedom Ship“ -ის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 16,16 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია, გემ­ზე მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 50 000 ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა, 10 000 ად­გი­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი, ხოლო მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და კომ­ფორტზე 20 000 წევ­რის­გან შემ­დგა­რი ეკი­პა­ჟი იზ­რუ­ნებს.

“ეს არ არის საკ­რუ­ი­ზო გემი და მას არ გა­აჩ­ნია კონ­კრე­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი ან მარ­შრუ­ტე­ბი. “Freedom Ship“ და­გეგ­მი­ლია, რო­გორც სტა­ბი­ლუ­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქა­ლა­ქო გა­რე­მო, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად უვ­ლის გარს დე­და­მი­წას და უზ­რუნ­ველ­ყოფს სრულ­ფა­სო­ვან ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას“, - აცხა­დე­ბენ ‘Freedom Cruise International“-ში.

გი­გან­ტურ ხო­მალ­დზე თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქის ყვე­ლა ელე­მენ­ტი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და­წყე­ბუ­ლი სკო­ლე­ბით, კო­ლე­ჯე­ბით, მა­ღა­ზი­ე­ბი­თა და ბან­კე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ღა­მის კლუ­ბე­ბით. გარ­და ამი­სა, მო­ე­წყო­ბა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კვე­ბის ზო­ნაც, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე პრე­ტენ­ზი­უ­ლი გურ­მა­ნე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­საც კი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

გე­მის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 1,6 კი­ლო­მეტ­რი იქ­ნე­ბა, მა­ცხოვ­რებ­ლებ­სა და სტუმ­რებს სხვა­დას­ხვა ზო­ნებს შო­რის გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ტრამ­ვა­ის სის­ტე­მა მო­ემ­სა­ხუ­რე­ბათ. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში 15 000-ად­გი­ლი­ა­ნი სპორ­ტუ­ლი სტა­დი­ო­ნი, აკ­ვა­პარ­კი, პარ­კე­ბი, სა­კონ­ფე­რენ­ციო ცენ­ტრი, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი და ორი მუ­ზე­უ­მიც კი არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

“გემი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ნო­ლი­თუ­რი და უხე­ში კონ­სტრუქ­ცია. ვი­ზუ­ა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის­თვის ყვე­ლა კუ­თხე და კიდე შე­ვარ­ბი­ლეთ, ასე­ვე დიდი ძა­ლის­ხმე­ვა ჩავ­დეთ სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბი­სა და მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად“, - ამ­ბობს გუჩი.

ყვინ­თვის მოყ­ვა­რუ­ლებს გე­მის და­ტო­ვე­ბაც კი არ მო­უ­წევთ, რად­გან აქ უზარ­მა­ზა­რი აკ­ვა­რი­უ­მი მო­ე­წყო­ბა. ატო­მურ ენერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ეს ხო­მალ­დი იმ­დე­ნად დიდი იქ­ნე­ბა, რომ დე­და­მი­წა­ზე ვერ­ცერთ პორ­ტში ვერ შევა, ამი­ტომ ის მუდ­მი­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო წყლებ­ში დარ­ჩე­ბა. “Freedom Ship“ -ს დე­და­მი­წის გარ­შე­მო ერთი სრუ­ლი წრის და­სარ­ტყმე­ლად სა­ვა­რა­უ­დოდ 2-დან 3 წლამ­დე დას­ჭირ­დე­ბა.

მგზავ­რე­ბის ხმე­ლეთ­ზე გა­დაყ­ვა­ნა­სა და უკან დაბ­რუ­ნე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი ბორ­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, ხოლო გე­მის სა­ხუ­რავ­ზე 8 შვე­ულმფრე­ნის და­საჯ­დო­მი მო­ე­და­ნი მო­ე­წყო­ბა.

პირ­ვე­ლად “მცუ­რა­ვი ქა­ლა­ქი“-ის იდეა 1990-იან წლებ­ში ინ­ჟი­ნერ­მა ნორ­მან ნიქ­სონ­მა წა­მო­ა­ყე­ნა, თუმ­ცა 2012 წელს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პრო­ექ­ტი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და. გე­მის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას შე­საძ­ლოა ოთხ წლამ­დე დას­ჭირ­დეს, თუმ­ცა რო­ჯერ გუ­ჩის თქმით, პირ­ველ მა­ცხოვ­რებ­ლებს გემ­ზე გა­დას­ვლა უკვე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს შე­ეძ­ლე­ბათ.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა